ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. დამოუკიდებელმა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული 24 გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის თორმეტი გუნდი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან. ფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
„კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. ფინალისტ გუნდებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ფინალისტმა გუნდებმა შეძლონ საკუთარი პროექტები კონკურსის ფინალზე დასრულებული სახით წარადგინონ. კონკურსის შედეგად, სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება საქართველოს მასშტაბით, რომლებიც საერთაშორისო STEM საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას," - განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები არიან:
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეცხრე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.
ვულოცავთ კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებას, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.