ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტები ცნობილია

07 აპრ 2023
news

2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა დამოუკიდებელმა კომისიამ ნახევარფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები გამოავლინა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული გუნდები არიან:

1.      Green Star | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; სკოლა „მერმისი"; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია.

2.      TerraTech | ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა; სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია; თბილისის N41 საჯარო სკოლა.

3.      LINNK | საერთაშორისო ქართული სკოლა; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია; თბილისის N199 საჯარო სკოლა.

4.      Flutter   | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS.

5.      Halove  | თბილისის N175 საჯარო სკოლა; მცხეთის საჯარო სკოლა N1.

6.      ორიონი | თბილისის N199 საჯარო სკოლა; სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესი; ბრიტანულ-ქართული აკადემია; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS.

7.      ფენიქსი | თბილისის N55 საჯარო სკოლა.

8.      SHM | ბრიტანულ-ქართული აკადემია.

9.      ქისათიბი | თბილისის N42 საჯარო სკოლა; სკოლა ორ ავნერი.

10.   Food Friends | ბათუმის N2 საჯარო სკოლა; სკოლა ნერგები; UG სკოლა; ბათუმის N6 საჯარო სკოლა; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა.

11.   Visual Help | ნიუტონის თავისუფალი სკოლა.

12.   FSTF (From Seeable To Feelable) | თბილისის N199 საჯარო სკოლა.

13.   ხელმარჯვე ოსტატები | თბილისის N64 საჯარო სკოლა.

14.   Alternative | ბაღდათის N2 საჯარო სკოლა.

15.   Pleiades | თბილისის N199 საჯარო სკოლა.

16.   ვალდივია | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის N199 საჯარო სკოლა; სკოლა ორ ავნერი.

17.   Optical Visionaries | თბილისის N199 საჯარო სკოლა; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი. 

18.   Tunnelvators | სენაკის წმ შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია; გორის N3 საჯარო სკოლა; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; თბილისის N199 საჯარო სკოლა; თბილისის N42 საჯარო სკოლა.

19.   Under the Earth | რუსთავის N22 საჯარო სკოლა; თბილისის N199 საჯარო სკოლა.

20.   Shieldify | რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; თბილისის N199 საჯარო სკოლა; თავისუფალი სკოლა.

21.   AINergi | გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია.

22.   EMENTI | ახმეტის N1 საჯარო სკოლა; თბილისის N59 საჯარო სკოლა.

23.   ალოისი | გურჯაანის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა.

24.   HydroPro | ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2023 წლის 30 იანვარს გამოცხადდა. კონკურსი მეცხრე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში. პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში.

ვულოცავთ კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებას, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.