პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის ნახევარფინალი დასრულდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ გასაუბრებების და პრეზენტაციების შედეგად ოთხ კატეგორიაში შეარჩია შემდეგი ფინალისტები:
წლის პროფესიული განათლების პროგრამა (კოლეჯი):
1. ლოკომოტივის მართვა, ააიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი
2. მეხუთე დონის სკოლამდელი აღზრდის პროფესიული საკვალიფიკაციო პროგრამა - აღმზრდელი, სსიპ კოლეჯი „მოდუსი“
3. მევენახეობა-მეღვინეობა, სსიპ კოლეჯი „აისი“
წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი:
1. შპს თეგეტა მოტორსი
2. GMT/HOSPITALITY
3. შპს ტრანსფორდი
წლის პროფესიული განათლების სტუდენტი:
1. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი, ააიპ კოლეჯი ჰორიზონტი-პროგრამა „მებაღეობა“
2. ნინო შარუხია, ააიპ კოლეჯი იკაროსი-პროგრამა „კულინარიის ხელოვნება“
3. შორენა შონია, სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი-პროგრამა „სამკერვალო წარმოება“
წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი:
1. მარიამ მიქაძე, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი-პროგრამა „საექთნო საქმე“
2. ოთარ ხაჯიშვილი, სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი“-პროგრამა „ელექტროობა“
3. ხათუნა ჩხარტიშვილი, ააიპ კოლეჯი იკაროსი-პროგრამა „კომუკაცია სერვისის სფეროში"
2025 წლის გამარჯვებულების გამოვლენა მომავალი წლის დასაწყისში დაჯილდოების ცერემონიალზე მოხდება. წარმატებას ვუსურვებთ ფინალისტებს.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
1. წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
2. წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
3. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
4. წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
სპეციალური პრიზებია:
· საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
· პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო
· საქართველოში ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი
· საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური პრიზი
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ქალბატონ ნინო ჯაფარიძეს, ტელ.: +995 591 21 82 82, ელფოსტა: tvet@millennium.org.ge