პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო

15 მაი 2024
news

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოში ისრაელის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ. 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:

· წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

· წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

· წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

· წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

სპეციალური პრიზებია:

· საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა

· პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო - დამსაქმებელთან/ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა

· საქართველოში ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი

· საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური პრიზი პროფესიული განათლების სტუდენტს

 

საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე ფორმების შევსებით: https://millennium.org.ge/geo/aplication_122

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ქალბატონ ნინო ჯაფარიძეს (+995 591 21 82 82, tvet@millennium.org.ge).

გისურვებთ წარმატებას!

 

ინფორმაცია წინა წლის კონკურსების შესახებ იხილეთ:

2023   2022   2021   2019
2018   2017

 2018 2017