პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019 გამარჯვებულები

31 ივლ 2020
news

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის" გალა დაჯილდოება წელს მესამედ გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში:

- საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის" კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა.

იხილეთ მოკლე ვიდეო ხატიას შესახებ

- წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა.

იხილეთ მოკლე ვიდეო არჩილის შესახებ

- 2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ" გაიმარჯვა.

იხილეთ მოკლე ვიდეო კოლეჯის შესახებ

- წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „ენერგო-პრო" დასახელდა.

იხილეთ მოკლე ვიდეო კომპანიის შესახებ