ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2022 წლისთვის.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2005 წლის 2 აპრილიდან - 2009 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ხუთი.
შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 მარტი.
კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 2023 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 2022 წლიდან, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა ლიბერთი ბანკი.