პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის კონკურსი 15 აპრილს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 28 მაისამდე მიმდინარეობდა. 2021 წელს, ჯამში 53 განაცხადი შემოვიდა. გალა დაჯილდოება 2021 წლის 19 ნოემბერს გაიმართა.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

2021 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი:

 

 

 

 

 

 

 

 

საუკეთესო სტუდენტად სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, ლოკომოტივის მართვის პროგრამის სტუდენტი, მარიამ გვეტაძე დასახელდა.

იხილეთ მოკლე ვიდეო მარიამის შესახებ

 

2021 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი:

 

 

 

 

 

 

 

 

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი მსუბუქი ავტომობილის შეკეთების პროგრამის პედაგოგმა, ივანე ჩუტკერაშვილმა მოიპოვა, კოლეჯიდან "მერმისი.

იხილეთ მოკლე ვიდეო ივანეს შესახებ

 

2021 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (აკრედიტირებული)

BTNU

 

 

 

 

 

 

 

 

2021 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამით - გემბანის რიგითი მეზღვაური.

იხილეთ მოკლე ვიდეო პროგრამის შესახებ

 

2021 წლის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების პროგრამა

GDBA

 

 

 

 

 

 

 

 

2021 წლის პროფესიული განათლების მომზადება/ გადამზადების ნომინაციაში გამარჯვებული გახდა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, პროგრამით - დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში.

იხილეთ მოკლე ვიდეო პროგრამის შესახებ

 

2021 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი

Goodwill

 

 

 

 

 

 

 

 

2021 წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად ს.ს. „გუდვილი" დასახელდა.

იხილეთ მოკლე ვიდეო კომპანიის შესახებ