2018 წელს გამარჯვებული კომპანიები


 

- კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ აღიარებულ იქნა დასაქმების იმ მაშტაბურ პროექტების განხორციელებისთვის, რომლებმაც დასაქმებისა და კარიერული ზრდის საშუალება მისცა 500-ზე მეტ სხვადასხვა ასაკის, გამოცდილებისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს.

 

- "აჭარა ჯგუფის“ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ კომპანია ზრუნავს სოციალურად დაუცველი და ძალადობის მსხვერპლი ქალებს დასაქმებაზე. დასაქმების პროგრამა აძლევს ბენეფიციარებს შესაძლებლობას, რომ  დაეუფლონ ახალი პროფესიებს და გაძლიერდნენ ფინანსურად. კომპანიამ გააძლიერა ქალების პროფესიულ ზრდაზე მიმართული პოლიტიკა, რაც აისახება ქალების საშუალო და ზედა მენეჯერულ პოზიციებზე გადანაწილებაში.

 

- ქუთაისის „პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების ცენტრის“ მნიშვნელოვანი რესურსი ხმარდება თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და დახელოვნებას, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის სწავლას. პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები. ორგანიზაციას აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არაერთ სასწავლო ორგანიზაციასთან, რათა მათი დახმარებით ატაროს ტრენინგები სოციალურად დაუცველი ქალებისთვის, მაგალითისთვის მოვიყვანთ „SOS ბავშვთა სოფელს“ სადაც სუროგატ დედებსა და სოციალურად დაუცველი ბავშვების დედებს პროფესიული განვითარების მიზნით უტარდებათ ტრენინგები.