პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წლის კონკურსი 14 სექტემბერს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 6 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. 2017 წელს, ჯამში 67 განაცხადი შემოვიდა. გალა დაჯილდოება 2017 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

2017 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი: 

 

საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის" სტუდენტი, ნიკოლოზ წიკლაური დასახელდა. 

მეორე ადგილზე საზოგადოებრივი კოლეჯის "სპექტრის" სტუდენტი, არჩილ გობეჯიშვილი დასახელდა.

 

 

 

 

 

2017 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი: 

 

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მფლობელი საზოგადოებრივი კოლეჯი "იკაროსის" პედაგოგი, მანუელ ფაუნდას ბარანდა გახდა.

მეორე ადგილზე კოლეჯი "მოდუსის" პედაგოგო ინეზი ფარუნაშვილი დასახელდა.   

 

 

 

 

 

 

2017 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება 

 

2017 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების წოდება საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,იკაროსი" მოიპოვა.

მეორე ადგილზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება "ახალი ტალღა" დასახელდა.

 

 

 

 

 

2017 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი 

 

წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად "აჭარა ჯგუფი" და BP Georgia დასახელდნენ.