ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

21 აპრ 2021
news

ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2021 ნახევარ-ფინალური ეტაპის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა კომისიამ, კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის შეარჩია თერთმეტი გუნდი. ფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, გარდაბნის, რუსთავის, გორის, მესტიის, ქუთაისისა და სენაკის  სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდებს განავითარონ საკუთარი პროექტები და დასრულებული სახით წარადგინონ კონკურსის ფინალში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2021 წლის ზაფხულში. გუნდები კონკურსის კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს და შედეგად, ექსპერტთა კომისია გამოავლენს  გამარჯვებულებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები:

1.  BRAINS | გარდაბნის რაიონ სოფელ მარტყოფის #1  საჯარო სკოლა

2.  ELVES - ელფები | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS, მე-6 საავტორო სკოლა, კომაროვის N199 საჯარო სკოლა

3.  W.A.T | გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართული სკოლა, თბილისის #52 საჯარო სკოლა

4.  Qminds | ი. ვეკუას # 42-ე საჯარო სკოლა

5.  Memory Effect | კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლა

6.  ოთხი კიტრი | კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე საჯარო სკოლა

7.  ხელმარჯვე ოსტატები | თბილისის 64-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა „ცისკარი"

8.  მწვანე მომავალი | ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში

9.  SoSSer Group | სკოლა-ლიცეუმ "მწიგნობართუხუცესი", თბილისის #41 საჯარო სკოლა

10. იზოტოპები | რუსთავის N-2 საჯარო სკოლა

11. Goal Diggers | გორის მუნიც. N4 საჯარო სკოლა, მესტიის მუნიც. სოფ. ფარის საჯარო სკოლა, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზია

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

ვულოცავთ კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილე გუნდებს და ვუსურვებთ წარმატებას, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილეს მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილეობისთვის.