ხშირად დასმული კითხვები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ:

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
2025 წლის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2008 წლის 1 მაისიდან - 2012 წლის 1 მაისის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური - ოთხი.

სად უნდა ვნახოთ სააპლიკაციის ფორმა?
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://millennium.org.ge/geo/projects/mia/9

როდის უნდა წარვადგინოთ პროექტი?
აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 მაისი. შევსებული აპლიკაციის ფორმა, უნდა გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: mia@millennium.org.ge

რომელი სფეროდან უნდა იყოს წარდგენილი ინოვაციური პროექტი?
კონკურსში წარმოდგენილი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს ექვსი კატეგორიიდან ერთ-ერთს:

კოსმოსი და ავიაცია

კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება

გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება

ჯანდაცვა და კვება

გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ)

რობოტექნიკა

 

როგორ ხდება პროექტის შეფასება? 

პირველ ეტაპზე ფასდება მხოლოდ აპლიკაციაში აღწერილი პროექტის იდეა. ნახევარ-ფინალურ და ფინალურ ეტაპზე, შეფასება ხდება კონკურსის დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე პროექტის პრეზენტაციის საფუძველზე, მათ შორის ფინალურ ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის პროტოტიპი.


ვინ აფასებს პროექტს?

პროექტების შეფასება ხდება დამოუკიდებელი კომისიის წევრების (ჟიურის) მიერ, კონკურსის შესარჩევი კრიტერიუმების საფუძველზე. ჟიურის წევრები არიან პროფესიონალი, გამოცდილი ექსპერტები სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებსაც აქვთ ინოვაციური პროექტების ანალიზის და შეფასების გამოცდილება.


რა კრიტერიუმით ფასდება პროექტები?

პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: არის თუ არა წარმოდგენილი პროექტი ინოვაციური; არის თუ არა აქტუალური ის პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ემსახურება წარმოდგენილი პროექტი; არის თუ არა მოცემული პრობლემის გადაჭრის გზა რელევანტური; და არის თუ არა პროექტი განხორციელებადი კონკურსის ფარგლებში.


შეუძლიათ თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღება წინა წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილე გუნდებს?
დიახ, ისევ შეუძლიათ, თუ მოსწავლეები არიან სკოლის მოსწავლეები და აკმაყოფილებენ ასაკობრივ კრიტერიუმს. თუმცა, გასულ კონკურსებში წარდგენილი პროექტებით მონაწილეობა ამ წლის კონკურსში არ შეიძლება. გუნდებმა უნდა წარადგინონ ახალი, ინოვაციური პროექტები. ასევე რეკომენდებულია, რომ სხვა კონკურსებზე წარდგენილი პროექტები არ იყოს წარმოდგენილი და პროექტი იყოს უნიკალური და ახალი.

სავალდებულოა თუ არა რომ გუნდის წევრები ერთიდაიგივე სკოლის ან კლასის წარმომადგნელები იყვნენ?
არ არის სავალდებულო. გუნდის წევრები შესაძლებელია იყვნენ სხვადასხვა სკოლის და კლასის წარმომადგენლები. მთავარია, ისინი აკმაყოფილებდნენ ასაკობრივ და კონკურსის სხვა კრიტერიუმებს.

შეიძლება თუ არა ერთზე მეტი ჯგუფი იყოს წარმოდგენილი ერთი სკოლიდან?

სკოლიდან შესაძლებელია ერთზე მეტმა ჯგუფმა მიიღოს მონაწილეობა კონკურსში.


ვინ არის გუნდის ინსტრუქტორი?

თითოეულ გუნდს უნდა ჰყავდეს ინსტრუქტორი. ინსტრუქტორი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი, სასურველია STEM საგნების მასწავლებელი, რომელიც ეხმარება გუნდს საორგანიზაციო საკითხებში

ვინ არის გუნდის მენტორი?
მენტორი არის კონკრეტული სფეროს ექსპერტი, რომელიც გუნდს უწევს პროფესიულ კონსულტაციას პროექტზე მუშაობის პროცესში. მენტორის მითითება აპლიკაციაში არის ნებაყოფლობითი. შესაძლებელია, გუნდს საკუთარი სურვილის შესაბამისად, არ ჰყავდეს მენტორი.


პროექტების შერჩევისას, იქნება თუ არა გათვალისწინებული გუნდის წევრების გამოცდილება? მაგალითად, ენიჭებათ თუ არა უპირატესობა გუნდებს, რომლის წევრებიც ოლიმპიადების ან პროექტების გამარჯვებულნი არიან?

არა, პროექტების შეფასებისას, გუნდის წევრების სხვა კონკურსებში და პროექტებში მონაწილეობა და შედეგები არ აისახება კომისიის/ჟიურის გადაწყვეტილებაზე.


შეუძლიათ თუ არა უცხოელ მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არ ფლობენ ქართულ ენას, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში?

-       კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოსწავლეებს (მათ შორის, ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქე მოსწავლეებს).

  კონკურსის შესახებ ინსტრუქციაში მოცემულია თარიღები. ეს თარიღები საბოლოოა თუ შეიძლება შეიცვალოს?

კონკურსის პირობებში მოცემული თარიღების შეცვლის შემთხვევაში, ათასწლეულის ფონდი წინასწარ გაცნობებთ ფონდის სოციალური მედიის, იმეილის ან ვებგვერდის საშუალებით.